უნივერსიტეტის შესახებ
სწავლა
კვლევა
სტუდენტებისთვის
აბიტურიენტებისთვის
საუნივერსიტეტო კლინიკა
GORGASALI.EDU.GE
კალენდარი
UniGeo Online
გალერეა
ურთიერთანამშრომლობის შესახებ დადებული მემორანდუმები
საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს  სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფირმებთან, საბანკო დაწესებულებებთან. მაგალითად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პერიოდულად ესწრებიან კომიტეტის სხდომებს და მონაწილეობას იღებენ  სხვადასხვა საინტერესო საკითხის განხილვაში, აკვირდებიან და ახლოს ეცნობიან საკანონმდებლო პროცესს. სწორედ იუდიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის არის უზრუნველყოფილი სასამართლოებში, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკების გავლა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. სამედიცინო დაწესებულებებთან, მაგალითად: ტატიშვილის კლინიკა, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი, არამიანცის საავადმყოფო, გაფორმებული არაერთი მემორადუმის საფუძველზე უზრუნველყოფილია ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების თეორიულიცოდნის პრაქტიკაში განმტკიცება. ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილად უზრუნველყოფის მიზნით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა სასტუმრო ქსელთან, მაგალითად: სასტუმრო „ამბასადორი“, სასტუმრო „ფანდ ინვესტმენთი“, „თქვენი სავანე“. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია “ტურიზმის გეოინფორმაციულ ცენტრთან“, ტურისტულ კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“-თან დადებული ხელშეკრულებები. სოციალურ მეცნიერენათა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურება რამდენიმე საბანკო დაწესებულებასთან, სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოსთან“, კომპანია„დეშელთან“ ურთიერთანამშრომლობის შესახებ დადებული მემორანდუმები. 

უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დასაგანმანათლებლო ცენტრებთან: შპს პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრი, EUBIZ - საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრი - ჰოლანდია, APSLEY BUSINESS SCHOOL - დიდი ბრიტანეთი, საერთაშორისო ვაჭრობისა და სამართლის ინსტიტუტი - სამხრეთ კორეა.

საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტთან თამამშრომლობითა და ერთობლივი პროექტების განხორციელებით დაინტერესებული არიან: ახალი ევროპული უნივერსიტეტი - ჰოლანდია, EHE EUROPA HOCHSCHULE EURAKA (CH)  - შვეიცარია, IQS CERT ACADEMIE -  პოლონეთი, Baltic International Academy - ლატვია, Kazimieras Simonavicius University - ლიტვა, Charles University in Prague -  ჩეხეთის რესპუბლიკა, პრაღის აგრარული უნივერსიტეტი - ჩეხეთის რესპუბლიკა. ყველა უნივერსიტეტთან გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები და შემუშავდა ცალკეულ ღონისძიებათა ერთობლივად განხორცილების სამუშაო გეგმა.

© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ