უნივერსიტეტის შესახებ
სწავლა
კვლევა
სტუდენტებისთვის
აბიტურიენტებისთვის
საუნივერსიტეტო კლინიკა
GORGASALI.EDU.GE
კალენდარი
UniGeo Online
გალერეა
აკრედიტაცია/ავტორიზაცია
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.
ავტორიზაცია არის დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლითაც ხორციელდება შიდა შეფასების (თვითშეფასება) დადასტურება. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი

აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლითაც დასტურდება შიდა შეფასება (თვითშეფასება). 

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს გავლილი აქვს ავტორიზაციის და ყველა სასწავლო პროგრამის აკრედიტაციის  პროცესი.

აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე UniGeo მუდმივად ახდენს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მუშაობს ხარისხს ამაღლებაზე და ცდილობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ