უნივერსიტეტის შესახებ
სწავლა
კვლევა
სტუდენტებისთვის
აბიტურიენტებისთვის
საუნივერსიტეტო კლინიკა
GORGASALI.EDU.GE
კალენდარი
UniGeo Online
გალერეა
ხშირად დასმული კითხვები

1. როგორ ჩავაბარო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში?
საქართველოს საერთაშორისო სასწავლო  უნივერსიტეტში  საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

 

2. რა პროცედურების გავლაა საჭირო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობით გადმოსასვლელად?

კანონით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში მობილობით სარგებლობისთვის საჭიროა, რომ სტუდენტი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით, რის შემდგომაც, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში დარეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge). დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ვალდებულია გაიაროს უსდ - ს მიერ დადგენილი პროცედურები

 

 

3რა საბუთები დამჭირდება  მობილობისთვის?

იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა მობილობაში, აუცილებელია, რომ უნივერსიტეტს წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათის ასლი დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით
  • ზოგადი განთლების დამადასტურებელი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • ჩარიცხვის ბრძანების ასლი დამოწმებული შესაბამისი ხელმოწერითა და ბეჭდით (მობილობის წესის განმეორებით სარგებლობის შემთხვევაში მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს როგორც პირვანდელი უმაღლესი დაწესებულების, ასევე მობილობის წესით სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერიც)

 

4. რას გულისხმობს ადმინისტრაცილი რეგისტრაცია?
სტუდენტის ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სარეგისტრაციო ვადებში სწავლის წლიური საფასურის ხელშეკრულების პირობებით გადახდას. (საჭიროების შემთხვევაში  სტუდენტის სურვილისამებრ ხდება სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის შედგენა)
პირველკურსელთათვის და მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის რეგისტრაციის ვადები  განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.

5. რა საბუთები უნდა შემოვიტანო რეგისტრაციის დროს ?

  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სკოლის ატესტატი/ბაკალავრის დიპლომი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
სარეგისტრაციო დოკუმენტები ინახება სტუდენტის პირად საქმეში. განცხადების საფუძველზე სტუდენტი უფლებამოსილია გაითხოვოს სკოლის ატესტატი/დიპლომი განსაზღვრული ვადით, რისი გადამეტება სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.


6.
როგორ ითვლებაGPA ?

  • ითვლება შედეგების საშუალო. შედეგების საშუალო გამოითვლება არჩეულ კომპონენტებში მიღებული ქულისა და კრედიტის ნამრავლების ჯამის შეფარდებით ამავე კომპონენტების კრედიტების ჯამთან;
  • შედეგების საშუალო კოეფიციენტი გამოითვლება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს;

7. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა?
საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს) – (ხანგრძლივობა 4 წელი)  ხოლო სამაგისტრო - 120 კრედიტს (4 სემესტრს) – (ხანგრძლივობა  2 წელი)

8. რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი წარჩინების დიპლომს? 
თუ შედეგების საშუალო არანაკლებ 3.5-ია სტუდენტს გადაეცემა წარჩინების დიპლომი

9. რა არის პრერეკვიზიტი?
საგნის წინაპირობა.

10. მეთვლება თუ არა სახელმწიფო გრანტი სწავლის გადასახადში?
დიახ. იმ შემთხვევაში, თუ გაქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი, გრანტის თანხა გამოაკლდება სწავლის საფასურს

 

© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ