უნივერსიტეტის შესახებ
სწავლა
კვლევა
სტუდენტებისთვის
აბიტურიენტებისთვის
საუნივერსიტეტო კლინიკა
GORGASALI.EDU.GE
კალენდარი
UniGeo Online
გალერეა
მისია/Mission

უნივერსიტეტის მისიაა თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის ისეთი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება, ვისაც ძალუძს სამეწარმეო იდეების წარმატებული განხორციელება. მათი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება. ხარისხიანი, ხელმისაწვდომი თანამედროვე განათლების უზრუნველყოფა ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და გამოცდილი კვალიფიციური სპეციალისტების  მეშვეობით,  რომლებსაც გააჩნიათ როგორც მეცნიერებაში, ასევე, პრაქტიკულ საქმიანობაში მიღებული ცოდნის რეალიზაციის უნარი. 

უნივერსიტეტის მისიაა ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების განვითარების ხელშეწყობა, ორიენტაცია დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე, სტუდენტთა პიროვნული პოტენციალის რეალიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, ჰარმონული და მაღალზნეობრივი პიროვნების აღზრდა. ასევე, ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, განავითარონ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ- ეკონომიკური გარემო.

უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების (განათლებისა და შრომის ბაზარი) მოთხოვნის შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.


© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ