უნივერსიტეტის შესახებ
სწავლა
კვლევა
სტუდენტებისთვის
აბიტურიენტებისთვის
საუნივერსიტეტო კლინიკა
დასაქმება
კალენდარი
UniGeo Online
გალერეა
უნივერსიტეტის ისტორია

საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი (წარსულში - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“ დაარსდა 1995 წელს პროფესორ დავით ქადაგიძის უდიდესი ძალისხმევითა და უშუალო მონაწილეობით.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი  ესაა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ერთი მთლიანი, მუდამ განახლებადი სტრუქტურა, რომელიც ერთ საერთო საქმეს  - სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიცემას ემსახურება.

ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია, ყოველი ახალი სტუდენტი, ისევე როგორც მათი იდეები და შეხედულებები. ჩვენს უნივერსიტეტს საქმიანი და მეგობრული თანამშრომლობა აკავშირებს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან. უნივერსიტეტში გაიხსნა ჰოლანდიის „ევროპის ახალი უნივერსიტეტის“ წარმომადგენლობა. ასევე, მოქმედებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი Tempus, რომელიც კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს ჩვენს სტუდენტებს საუკეთესო, მაღალკონკურენტუნარიანი და კვალიფიციური განათლების მისაღებად.

UniGeo - ს  მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი ფაკულტეტი: ჯანდაცვის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტი, სადაც ხორციელდება ხუთი საბაკალავრო, დიპლომირებული სტომატოლოგიისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები.

უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობას წარმართავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი. ჩვენთან ყველა პირობაა შქმნილი სრულყოფილი განათლების მისაღებად: თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;  ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით.  უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას გადიან საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებში, ტურისტულ ფირმებსა და სასტუმროებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, პროფესიული განვითარების ევროპულ ცენტრში, საადვოკატო ოფისებში.

ახალი მიზნებიდან გამომდინარე, 2016 წელს უნივერსიტეტმა დაიწყო რებრენდინგი. 22 წლიანი გამოცდილებით, განახლებული გუნდით, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებით ახალგაზრდებს სთავაზობს მათი ინტერესების შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.  

© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ