უნივერსიტეტის შესახებ
სწავლა
კვლევა
სტუდენტებისთვის
აბიტურიენტებისთვის
საუნივერსიტეტო კლინიკა
GORGASALI.EDU.GE
კალენდარი
UniGeo Online
გალერეა
STEP FORWARD - საგრანტო კონკურსი აბიტურიენტებისთვის

საკონკურსო პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა მე-12 კლასელ აბიტურიენტს. საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია, რომელიც გულისხმობს UniGeo-ს Facebook გვერდზე ან ვებ გვერდზე მარტივი აპლიკაციის შევსებას.


I ეტაპია - გამოცდა , რომელიც მოიცავს ზოგად კითხვებს. საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს ძირითად სასკოლო მასალას.

UniGeo ყველა მეორე ტურში გადასულ მონაწილეს გადასცემს 1 000 ლარიან სასწავლო ვაუჩერს.

II ეტაპი - გულისხმობს არგუმენტირებული ესეს დაწერას.

საპრიზო ადგილები:

პირველ ადგილზე გამარჯვებული მონაწილე იღებს 10 000 ლარიან ვაუჩერს. რაც ნიშნავს რომ სრულად უფინანსდება 4 წლის განმავლობაში სწავლა.

მეორე ადგილზე გამარჯვებული მონაწილე იღებს 7 000 ლარიან ვაუჩერს. რაც ნიშნავს რომ ყოველ წლიურად
, 4 წლის განმავლობაში ის მხოლოდ 750 ლარს გადაიხდის.

მესამე ადგილზე გამარჯვებული მონაწილე იღებს 5 000 ლარიან ვაუჩერს
,
რაც ნიშნავს რომ უნახევრდება მას სწავლის საფასური და ყოველ წლიურად იხდის 1250 ლარს.

საგრანტო კონკურსი 2017 წლის მარტში დაიწყო, წელს უკვე ჩვენთან 9 STEP FORWARD-ელი სწავლობს.

UniGeo - ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს!

© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ